„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
220090000.22.033.016458
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №375

2012 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის , საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი ს შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 7 პუნქტი:

„7. ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) იმპორტი რებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალ იზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე , კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებ ის ( გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების ( გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის შესაბამისი ტერმინების მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს ტყის კოდექსისა და „ საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია