ქალაქ თბილისის საკრებულო ს
გადაწყვეტილება № 9-35
20 12 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ” ქ . თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნე ს ცვლილება ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებაში (საქართველოს რესპუბლიკა, 25.06.2009, № 127-128) და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა, ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი