„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
170/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016435
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 70/ნ

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებ ით (სსმ III, 15.09. 2010 წ., №117, მუხ. 1733 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.016.001) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებ ის 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

    „მუხლი 112 . მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები

მონიტორინგის სამსახური:

ა) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ შორის შინაგანაწესით დადგენილი პირობების შესრულებას;

ბ) განიხილავს მოქალაქეებისა და დაწესებულებების განცხადებებს/საჩივრებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მათი ფუნქციების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) უფლებამოსილია გამოითხოვოს განცხადებაში/საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება ცენტრის თანამშრომლისგან და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს ცენტრის დირექტორს;

დ) შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელისგან იღებს დეტალურ ანგარიშსა და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ე) აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის /აკრედიტაციის პირობების შესრულებას;

ვ) განიხილავს მოქალაქეებისა და დაწესებულებების განცხადებებს/საჩივრებს ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით. “ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია