„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
234
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016111
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება № 2 34

2012 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე    

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 110701012, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.“ .

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

გ.ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია