საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
567
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-10
სარეგისტრაციო კოდი
030.000.000.05.001.000.829
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „გაუქმების შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, ხოლო სიტყვა „მოპასუხეს“ – სიტყვებით „ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 25 ოქტომბერი.

№567–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია