„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
347
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
300160000.10.003.017020
„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2012 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 23/02/2012, 300160000.10.003.016730) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია