საქართველოს მთავრობის
დადგენილება №346
2012 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილებაში ( სსმ, 2010 წ., მუხ. 104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 პუნქტი:
„4. ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მოამზადოს და დაამტკიცოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრ ები. აღნიშნულ შემთხვევაში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბ ამ ის სამსახურს მიწის ნაკვეთ( ებ)ის საზღვრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ - მინისტრი ი . მერაბიშვილი