„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-03
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.142.016050
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 20

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. ნინოწმინდა

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის № 4 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 23.02. 2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

    საკრებულოს თავმჯდომარე                         ვ. სტამბოლციანი                            

 

 

კრებსითი — სრული ვერსია