,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
714
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-30
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016151
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 71 4

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის №888 ბრძანებით (ვებგვერდი , 111118011, 22/11/2011 ) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 3. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09 : 30 სთ - დან საღამოს 1 8 : 30 სთ - მდე . ’’.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შვებულების მოთხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება მინისტრს , საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც .” .

3. მე-9 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურეს საპატიოდ ჩაეთვლება წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 სამუშაო დღით სამსახურში გამოუცხადებლობა .”.

4. №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ამ ბრძანების გამოცემამდე გამოყენებულ დღეებზე.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

დანართი №3

სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის ფორმა

ვის

--------------------------- ---------------------------------------

ვისგან

სახელი, გვარი:

თანამდებობა:

თარიღი:

 

სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნა

სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი

_________ დან _________ მდე

სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულ დღეთა ოდენობა

 

უშუალო უფროსი ინფორმირებულია

სახელი, გვარი

თანამდებობა

 დამატებითი ინფორმაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში )

-- -------------------------------------------------------------------------------------------- ----------------

--------------------------------------------------------------------------------------------- ------------------

შენიშვნა : მოსამსახურე სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შევსებულ ფორმას

წარუდგენს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს , სადაც იგი მსახურობს .

კრებსითი — სრული ვერსია