საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
557
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-24
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.000.827
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის   მე-40 ნაწილი:

„40. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება არ გავრცელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, აგრეთვე სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებზე 2000 წლის 1 სექტემბრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 ოქტომბერი.

№557–Iს

კრებსითი — სრული ვერსია