„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-31
სარეგისტრაციო კოდი
280070120.35.152.016095
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  № 26

2012 წლის 23 აგვისტო

ქ. დუშეთი

„ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

    ,, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №15 დადგენილებით (სსმ, 30/03/2012, ს/კ 280070120.35.152.016084)  დამტკიცებულ დანართ  №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7.

  დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ პირები:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე;

ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე ”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                        ი. ჯიქურაული

 

კრებსითი — სრული ვერსია