„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
716
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-24
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016149
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 71 6

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის № 542 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1 . „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის № 542 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 120010000.22.026.016132, 25/06/2012) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ’’ და „ი’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „მ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) ცალკეული საკომენდანტო ასეული.’’.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ი’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია.’’;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია – ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული და ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ექსკორტით უზრუნველყოფა;

დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.’’;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 3. მე-12 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ცალკეული საკომენდანტო ასეულის ფუნქციებია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია