„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
715
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-24
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.026.016148
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 715

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის № 18 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის № 18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009, № 4, მუხ.32) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო.”.

2. ბრძანებას დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება:

ა.ა) სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საკითხებზე;

ა.ბ) სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

ბ) რეკომენდაციების შემუშავება:

ბ.ა) სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;

ბ.ბ) სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია