საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №745
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის № 212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ლაშა თორდიას ნაცვლად შეყვანილ იქნეს კახაბერ ანჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი