საქართველოს მთავრობის
დადგენილება №338
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ. , №168 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) 21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) „საერთო სანებართვო პირობებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე პუნქტი:
| „32 | სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“. |
|
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი