საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №146
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის უფლებამოსილებათა დელეგირების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედება შეიძლება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედმა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა.
მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილების (მომსახურების) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედების განხორციელების უფლების სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გადაცემის საკითხი და გადაცემის პირობები განისაზღვრება შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი