„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძნებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1675
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-22
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016202
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძნებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/167 5

2012 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ ტრანს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძნებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-   20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ტრანს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში (სსმ, 33, 09/11/2009), კერძოდ . ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

ბ) „ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი”;

გ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

დ) „გაფრენის წინა შემოწმების წესი“;

ე) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

ვ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ზ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;

თ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;

ი) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

კ) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.

ლ) „ საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექპლუატაციის წესები”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია