„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
730
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-21
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016618
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №730

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-17 პუნქტს „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი :

„ქ1) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო;“;

ბ) 21-ე პუნქტს „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი :

„ქ1) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლას, განზოგადებასა და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგ მ ვაში მონაწილეობას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია