„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
333
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-17
სარეგისტრაციო კოდი
220020040.10.003.017006
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №333

2012 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხის“ „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM‑ის წევრი);“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია