„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
494
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-03
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.000.818
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18 (25), 1999 წელი, მუხ. 70) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომელთაც არეგულირებს საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა,“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 15 სექტემბერი.

№494–Iს

კრებსითი — სრული ვერსია