საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2012-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2020-08-27
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016021
საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2012 წლის 15 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის  შესაბამისად,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საარჩევნო პორცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების თანდართული წესი;
2. დამტკიცდეს მაუწყებლის მიერ წარმოსადგენი ყოველკვირეული ინფორმაციის ფორმა თანდართული სახით (დანართი №1);
3. დამტკიცდეს გაზეთის მიერ წარმოსადგენი ყოველკვირეული ინფორმაციის ფორმა თანდართული სახით (დანართი №2);
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრისოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრიკარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრიაკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრიირაკლი მოსეშვილი



საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი

მუხლი 1. წესის მიღების ნორმატიული საფუძველი და მიზანი
1. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის  საფუძველზე;
2. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის მიღების მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მედიის გამოყენების წესების განსაზღვრა.

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.  


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" შესაბამისად;
2. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის მიზნებისთვის სხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია - 27.08.2020, №6);
ბ) წესი - საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი;
გ) მომდევნო კვირა - კალენდარული კვირა ორშაბათიდან ორშაბათამდე, რომელიც მოსდევს მედიის მიერ ამ წესის შესაბამისად კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის (№1 და №2 დანართები) წარმოდგენის თარიღს;
დ) წინა კვირა - კალენდარული კვირა პარასკევიდან პარასკევამდე, რომელიც წინ უსწრებს მედიის მიერ ამ წესის შესაბამისად კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის (№1 და №2 დანართები) წარმოდგენის თარიღს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.09.2013 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ. .


მუხლი 3. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ზოგადი რეგულაციები
1. არჩევნების გაშუქებისას, მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:

ა) წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება;

ბ) წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი, გამჭვირვალე და არადიკრიმინაციული განაწილება;

გ) წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემა.

2. მედიამონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც უფლებამოსილია:

ა) შეისყიდოს მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება ან,

ბ) უშუალოდ განახორციელოს მედიამონიტორინგი ან/და,

გ) გამოიყენოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და ამ წესების რელევანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი მედიამონიტორინგის შედეგები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2013  წლის 2 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.09.2013 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №5 - ვებგვერდი, 24.08.2015 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 4. საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად.

2. მაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი პირობები:  

ა) წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს  ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები და ყოველკვირეულად შეავსოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.1, 11.2 და 11.3 (დანართი №1), ელექტრონული ანგარიშგების პორტალზე, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.comcom.ge, ამავე დანართში მითითებული ვადების შესაბამისად;

ბ) ყოველკვირეულად შეავსოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 11.4 (დანართი №1), ელექტრონული ანგარიშგების პორტალზე, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.comcom.ge, ამავე დანართში მითითებული ვადების შესაბამისად;

გ) კომისიაში წარმოადგინოს წინა კვირის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;

დ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ეთერში გაშვების პირობები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია;

ე) წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისათვის საეთერო დრო გამოყოს მხოლოდ სათანადო წესით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტისთვის;

ვ) ფასიანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოფილ საეთერო დროზე ანგარიშსწორებისას დაიცვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებით განსაზღვრული წესები.

3. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება.

4. საარჩევნო ბლოკისთვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობა; საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დრო მასში გაერთიანებული პარტიების ოდენობის მიხედვით არ ჯამდება და უტოლდება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისათვის გამოყოფილი ფასიანი/უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობას.

5. წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ან წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველი მასალის განთავსებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, ხოლო რადიომაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ან წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველი მასალის განთავსებისას წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის ან წინასაარჩევნო აგიტაციის დასაწყისში უნდა გაჟღერდეს: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

6. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება, რომელიც  დააკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამისთვის დადგენილ მოთხოვნებს.    

7. მაუწყებელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარმოუდგინოს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია აღიარებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.09.2013 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 22 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.04.2014წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №5 - ვებგვერდი, 24.08.2015 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 5. საარჩევნო პროცესში გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში, იმავე გაზეთში ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ და ყოველი კვირის პარასკევ დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული ფოსტაზე – post@comcom.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №2)  მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი), ერთი კვირის პერიოდისთვის გამოყოფილი გაზეთის ფართობი;

ბ) გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე;

გ) უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე;

დ) ფართობის ტარიფი;

ე) გასული კვირის მანძილზე (პარასკევიდან პარასკევამდე) გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 6. საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო დებატების, ახალ ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ   წინასაარჩევნო დებატების, ახალ ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 22 აპრილის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.04.2014წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 7. (ამოღებულია)

მუხლი 8. კომისიის მიერ მედია მონიტორინგის განხორციელების წესები
1. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესების დაცვაზე უშუალო  მონიტორინგის განხორციელებისას კომისია იყენებს  გეგმიური  და მოულოდნელი შემოწმების წესს;
2. თუ ამ წესით სხვა რამე არ არის დადგენილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მონიტორინგი ტარდება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების" შესაბამისად;
3. მონიტორინგს ექვემდებარება ყველა ის მაუწყებელი და გაზეთი, რომელზედაც ვრცელდება ამ წესის მოქმედება;
4. მონიტორინგს ექვემდებარება:
ა) ახალი ამბები;
ბ) ბ) საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები;
გ) წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა;
5. (ამოღებულია - 27.08.2020, №6);
6. მაუწყებლის მოულოდნელი შემოწმება ტარდება კომისიის ინიციატივით, კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე;
7. გაზეთის მონიტორინგი ტარდება დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე, გაზეთის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის (ამ წესის შესაბამისად დადგენილი რეგულარული ანგარიშგება) გადამოწმების გზით; ამ დროს, კომისია უფლებამოსილია გაზეთისაგან გამოითხოვოს მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 9. დარღვევებზე რეაგირება
1. საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო დებატების, ახალ ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას მაუწყებლის მიმართ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანა ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში; ამ პუნქტით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით მაუწყებელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, ეს უკანასკნელი საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მაუწყებლის მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ვალდებულებების, ამ წესით დადგენილი სხვა ვალდებულებების, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის, მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პასუხისმგებლობა ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


მუხლი 10. (ამოღებულია)

მუხლი 11. სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ოქმის შედგენის წესი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 194-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხდომის დღის წესრიგის გამოქვეყნების მიმართ არ ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხდომის შესახებ სამართალდამრღვევ პირს ეგზავნება შეტყობინება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრირებულ მისამართზე, ასევე ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ქვეყნდება საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge).

4. თუ სამართალდამრღვევს ვერ ჩაბარდა შეტყობინება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მისამართზე, ან სამართალდამრღვევი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სხდომის გადადების საფუძველს.

5. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 2​2 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.



დანართი №1

 


ფორმა 11.1 მაუწყებლობის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა  –

ზოგადი

(ივსება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე)

საანგარიშო პერიოდი წარმოადგენს კალენდრულ კვირას (ორშაბათი-კვირა)

ველი

განმარტება

არხის დასახელება

შესაბამისი არხის დასახელება

პერიოდის დაწყება

შესაბამისი საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღი (წელი/თვე/დღე)

პერიოდის დასრულება

შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღი (წელი/თვე/დღე)

სრული საეთერო დრო (წთ)

მაუწყებლის სრული საეთერო დროის ხანგრძლივობა წთ-ებში 1 დღის მანძილზე

ფასიანი საეთერო დრო (წთ)

1 დღის მაძილზე სულ გამოყოფილი დრო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის

უფასო საეთერო დრო (წთ)

1 დღის მაძილზე სულ გამოყოფილი უფასო საეთერო დრო

ვებგვერდის მისამართი

ვებგვერდის მისამართი (url), სადაც გამოქვეყნებულია შესაბამისი ინფორმაცია


 

ფორმა 11.2 მაუწყებლობის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა  –

საეთერო დროის ტარიფი

(ივსება საანგარიშო კვირის დაწყებამდე)

საანგარიშო პერიოდი წარმოადგენს კალენდრულ კვირას (ორშაბათი-კვირა)

ველი

განმარტება

არხის დასახელება

შესაბამისი არხის დასახელება

თარიღი

პროგრამის გასვლის თარიღი  (წელი/თვე/დღე)

დრო

პროგრამის გასვლის დრო (საათი:წუთი)

პროგრამის სახელი

შესაბამისი პროგრამის დასახელება

ლარი (ფასი გადაცემამდე)

1 წთ-ის ფასი ლარებში რეკლამის გადაცემის დაწყებამდე განთავსებისას

ლარი (ფასი გადაცემაში)

1 წთ-ის ფასი ლარებში რეკლამის გადაცემის მიმდინარეობისას

ლარი (ფასი გადაცემის შემდეგ)

1 წთ-ის ფასი ლარებში რეკლამის გადაცემის დასრულების შემდეგ

 

ფორმა 11.3 მაუწყებლობის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა  –

გაწეული მომსახურება

(ივსება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 კალენდრულ დღეში)

საანგარიშო პერიოდი წარმოადგენს კალენდრულ კვირას (ორშაბათი-კვირა)

ველი

განმარტება

არხის დასახელება

შესაბამისი არხის დასახელება

რიცხვი

პროგრამის გასვლის თარიღი (წელი/თვე/დღე)

საარჩევნო სუბიექტის N

შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ნომერი

უფასო საეთერო დრო

შესაბამისი უფასო საეთერო დრო წთ-ში

ფასიანი საეთერო დრო

შესაბამისი ფასიანი საეთერო დრო წთ-ში

მიღებული შემოსავალი

ფასიანი რეკლამიდან მიღებული შესაბამისი ჯამური შემოსავალი ლარში.

 

ფორმა 11.4 მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში შესული

საჩივრები

(ივსება საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 კალენდრულ დღეში)

საანგარიშო პერიოდი წარმოადგენს კალენდრულ კვირას (ორშაბათი-კვირა)

ველი

განმარტება

არხის დასახელება

შესაბამისი არხის დასახელება

რიცხვი

პროგრამის გასვლის თარიღი (წელი/თვე/დღე)

საჩივრის მოკლე აღწერა

ინფორმაცია შესაბამისი პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრის თაობაზე და საჩივრის მოკლე აღწერილობა.


დანართი  №2

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.08.2020 წ.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გაზეთის დასახელება)

გაზეთის ყოველკვირეული ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის გაზეთის ფართობი გამოყოფილია 20–––– წლის ––––––––––––––––– დან 20––– წლის –––––––––– მდე; პერიოდულობით –––––––––––––––––––––.

 

გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე შეადგენს ––––––––––––სმ2-ს;

მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე (უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში) შეადგენს ––––––––––––– სმ2-ს.

 

ფართობის ტარიფი:

 

რეკლამის ზომა (გვერდის რა ნაწილი)

რეკლამის ზომა (სმ)

ფასი (ლარებში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი

დასაშვები ზომა

კოეფიციენტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

A3 ფორმატის ჩანართის ღირებულება – –––––– ლარი;

A4 ფორმატის ჩანართის ღირებულება – –––––– ლარი.

 

ინფორმაცია წინა კვირის განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 „––“ ––––––––––––– 201––წ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გაზეთის დასახელება)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––

       (თანამდებობა, სახელი, გვარი)                                             (ხელმოწერა) .


კრებსითი — სრული ვერსია