ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
386
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 ივლისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 იანვრიდან“.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 415-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „XXXIII თავისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „– ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის მიმართ“.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი.

2000 წლის 14 ივნისი.

№386_IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია