საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №709
2012 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის № 406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის № 406 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., № 93, მუხ. 993) შეტანილ იქნეს დამატებ ა და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი