საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
487
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18 9 მაისი, 1997) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” ქვეპუნქტში სიტყვები „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის” შეიცვალოს სიტყვებით “შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის”.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში სიტყვები „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვებით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვები „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი” – სიტყვებით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი”.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი

№487-რს

კრებსითი — სრული ვერსია