„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
140
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-10
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016351
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №140-№621

201 2 წლის 9 აგვისტო

 ქ. თბილისი

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №115, მუხ. 1315) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 1

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.“.

2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მიღებული პასუხი არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ადეიშვილი

 ბ. ახალაია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია