საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №684
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,
ვბრძანებ :
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით (სსმ III, 24 .11 .2005წ ., №136 , მუხლი 1515 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ 2 “ ქვეპუნქტი.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ3 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ გ3 ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს „ცენტრის” მოსამსახურეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით; “.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
დ. შაშკინი