„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის N684 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
682
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016144
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის N684 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №682

2012 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის №684 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის №684 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 110906004, 06.09.011წ.) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-12 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,7. რექტორი ახორციელებს „აკადემიის“ მოსამსახურეების (პერსონალი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მინისტრს წარუდგენს „ აკადემიის ‘‘ მოსამსახურეებს (პერსონალი, მსმენელი) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით . ”.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია