საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №681
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ვაჟთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 110722012, 22/07/2011) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს ,,ს” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ს) ახორციელებს „ცენტრის“ თანამშრომლების ქვეყნის შიგნით მივლინებას და მინისტრს წარუდგენს „ცენტრის ‘‘ თანამშრომლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით; ”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი