საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №118
2012 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზი ს სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზი ს სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ, 1 00020020.22.038.016117 , 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 2-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 22-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). “.
გ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 2-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).“.
დ) მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების დანართი № 22-ის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. თავსაფარი არა უმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არა უმეტეს 10 ცალისა, შამპუნი არა უმეტეს 1 ლიტრისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არა უმეტეს 5 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . კალმახელიძე