|
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული ვალუტის 1, 2, 5,10 და 20 ლარის ღირებულების 2002 წლის მოდიფიკაციის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 26 ივლისის №43 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სერიული ნუმერაცია - დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით (მოიცავს 1 ლათინურ ასოს და 8 ციფრს ან 2 ლათინურ ასოს და 7 ციფრს)“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|