საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
465ა
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

(ამონარიდი)

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების) ერთიანი სისტემის ორგანიზება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ე“ ქვეპუნქტად.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ბ“ ქვეპუნქტად.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 30 ივნისი.

№465ა_IIს

კრებსითი — სრული ვერსია