აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2012-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016002
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

დადგენილება № 1

2012 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

 მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „ აჭარა“ 23. 05. 2006 წ., №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსიის 71 პუნქტი:

„ 71. საარჩევნო პერიოდში უსკოს მუშაობის პერიოდულობა და სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით.“ .

2. პირველი მუხლი ს მე-8 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ე“ ქვეპუნქტი:

„ ე) არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.“ .

3. მე-3 მუხლი ს „ დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) უსკოს კანონით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს.“ .

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე.

უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ უსკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა);

გ) ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“ .

5. მე-10 მუხლი ს „ ბ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლი ს „ დ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 პუნქტი:

„ დ1) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან და გადასცემს უსკოს შესაბამის სამსახურს რეგისტრაციისა და შენახვისათვის.“ .

7. მე-13 მუხლი ს „ დ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-16 მუხლი ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა უსკოს თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.“ .

9. მე-16 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„ 41. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა“ .

10. მე-16 მუხლი ს მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 10. უსკოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს უსკო, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“ .

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ა. მიქელაძე

კომისიის მდივანი            ქ. ჯიქია

კრებსითი — სრული ვერსია