გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №30
2012 წლის 1 აგვისტო
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” ცვლილებებისა და დამატებ ის შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილებები :
1. დებულების მე- 10 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) სოფელ კაჭრეთის ტერიტორიული ორგანო; ”.
2. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „უ1 ” პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„უ1) . სოფელ ზემო კაჭრეთის ტერიტორიული ორგანო; ”.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . იაგანაშვილი