საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 51/ნ
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს № 76/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №76/ნ ბრძანების (სსმ, 103, 24/08/2010, სარეგისტრაციო კოდი 010240040.22.022.015023) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა ხელფასთან დაკავშირებით;’’ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე