საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 49/ნ
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №70/ნ ბრძანებით (სსმ III, 12.08.2010, №98, მუხ.1463) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 5
ა ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება ;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
დ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ვ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;
თ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;
კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;
მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ნ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;
ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
პ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;
ჟ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;
რ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;
ს) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ტ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;
უ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ფ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;
ქ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა;
ღ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ყ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
შ) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ხელს აწერს ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;’’;
გ) მე-4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები , მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 10
ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია :
ა ) საორგანიზაციო სამმართველო ;
ბ ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ;
გ ) საქმისწარმოების სამმართველო ;
დ ) რეგიონული კოორდინაციის სამმართველო;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო .
მუხლი 11
საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :
ა ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმის წარმოება ;
ბ ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების , დავალებების შესაბამისად , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა ;
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მინისტრისათვის ორგანიზაციულ - ტექნიკური მომსახურების გაწევა ;
დ ) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდი ნაცია ;
ე ) სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობის უზრუნველყოფა ;
ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
მუხლი 12
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :
ა ) კანონმდებლობით დადგენილი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და შრომისუუნარობის ფურცლების აღრიცხვის წარმოება;
ბ ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის , სამსახურებრივი გადაადგი ლე ბის ( გადაყვანის ), გათავისუფლების , წახალისებისა და დის ციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენე ბის , შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პრო ექტე ბის მომზადება ;
გ ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გასაცემად მომზადება , ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში , შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ;
დ ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა ;
ე ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო აღ წე რი ლო ბის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სის ტემის სა კადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდა ციე ბის შემუ შავება ;
ვ ) სამინისტროს სისტემაში , კანონმდებლობით დადგენილი წესით , კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება , აგ რეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადა წყვე ტის უზრუნველყოფა ;
ზ ) ადამიანური რესურების სტაბილურობის , მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება , პერიოდული ანალიზი , შეფასება ;
თ ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო სა ბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით ;
ი ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამ დე ბობ რივი სარგოების შემუშავება ;
კ ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება ; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი ; კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება ;
ლ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
მ ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შეს რულების კონტროლი , სამინისტროს მო სამ სახურეთა შრო მის დის ციპლინის დაცვის კონტროლი ;
ნ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
მუხლი 13
საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :
ა ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება ;
ბ ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა ;
გ ) დოკუმენტაციის აღნუსხვა და რეგისტრაციაში გატარება ;
დ ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების , წინასწარი გარჩევის , რეგისტრაციის , ინდექსაციის , ხელმძღვანელობის მიერ განხილვის , შემსრულებლებისათვის შესრულების ვადის განსაზღვრისა და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა ;
ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღ რი ც ხვა , დამუშავება და გადაცემა არქივისათვის , არსებული წესის თანახმად ;
ვ ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა , კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა ;
ზ ) საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ ) მინისტრის ბრძანე ბათა რეესტრის წარმოება ;
ი ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება , მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმა ცია სა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რე ჟიმის დაცვის უზრუნველყოფა ;
კ ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება ;
ლ ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალე ბათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა ;
მ ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა ;
ნ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
მუხლი 14
რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :
ა ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია ;
ბ ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანა თ ლებლო რესურსცენტრების , სამინისტროს სისტემაში შემავა ლი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინის ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორ დინა ცია ;
გ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სა მე ურ ვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების დამუშავება ;
დ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების კოორდინაცია ;
ე ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის მიღება / დამუშავება და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ზ ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
მუხლი 15
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები :
ა ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერ თო ბა , სამინისტროს კომპეტენ ციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ;
გ ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების , ბრი ფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამო ყე ნებით , სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმ ვა და განხორციელება ;
დ ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინ ფორმირება , მათ შორის , სამინისტროს საქმიანობის ამსახ ვე ლი საგამომცემლო მასალის მომზადება ;
ე ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება ;
ვ ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება .’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე