„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
8-31
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-31
სარეგისტრაციო კოდი
190020020.36.101.016118
„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №8-31

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილება ქ.თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 (სსმ, ვებგვერდი, 111128021, 02/12/2011) გადაწყვეტილებაში და „ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილების მე-5 თავის მე-14 მუხლის ტექსტურ ნაწილში, სოციალური დაცვის პროგრამების (0110) , საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროთი და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ð „სა ქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროთი და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა

მიზანი:

ð მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ამაღლება .

განსახორციელებელი ღონისძიებები :

ð რეგულირებადი ეკონომიკური სფეროებისა და ტარიფების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კატეგორიათა ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი თ (მეტრო) , M3 კატეგორიის ავტობუსი თ და საბაგიროთი) უფასო ან შეღავათიანი ტარიფით მომსახურების ანაზღაურება;

ð „ სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” რეგისტრირებულ ი 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის ფასის ანაზღაურება M2 კატეგორიის იმ ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ხოლო ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65 ლარის მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება.

მოსალოდნელი შედეგი :

ð მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლება .

შეფასების კრიტერიუმები :

- მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი თ (მეტრო) , M3 კატეგორიის ავტობუს ებ ი თ და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფი თ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა;

- M 2 კატეგორიის ავტობუსით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით , შეღავათიანი ტარიფით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ;“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ . სამადაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია