საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №645
2012 წლის 30 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის №429 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 მაისის №429 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2012, 480350000.08.002.016515 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი“ შეიცვალოს სიტყვებ ი თ: „ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი