„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N01-5/ნ-N19 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-46/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-30
სარეგისტრაციო კოდი
470010010.22.035.016163
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N01-5/ნ-N19 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება № 01-46/ნ-130

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის  №01-5/ნ-№19 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ :

მუხლი 1. „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკციების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის  №01-5/ნ-№-19 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ , ვებგვერდი, 01/02/2012, 470010010.22.035.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №3-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცნობა ივსება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც მართავს და მისი გამოყენების ინსტრუქციას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)“;

2. დანართი №4-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცნობა ივსება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც მართავს და მისი გამოყენების ინსტრუქციას განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია