საქართველოს მთავრობის
დადგენილება №306
2012 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №286 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 25/07/2012, 310150000.10.003.016959) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემისათვის მომსახურების საფასური განისაზღვროს 200 ლარით, რომელიც ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშ ზე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი