„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
647
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-27
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.016138
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №647

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №635 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110817021, 17/08/2011 ) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით – „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი“ ქართულ ენაზე, საქართველოს გერბის გამოსახულებით.“ .

2. მე-6 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

4. მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება- მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს;”.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ”.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია