„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
583
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-30
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016118
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №583

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანების (სსმ III, 09 . 01 . 2009 №2, მუხ.15) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 4. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმები ს ფორმების ჩამოწერა და უტილიზაცია

1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოყენებული, გამოსაყენებლად უვარგისი და დაკარგული ოქმების რაოდენობა .

3. გამოყენებული ოქმების ჩამოწერა ხორციელდება სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის გამო.

4. გამოყენებული და გამოსაყენებ ლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ბ . ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია