„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
642
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-27
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016585
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №64 2

2012 წლის 27 ივ ლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქც ი ით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაცია;“;

ბ) მე-17 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ და „ღ“ ქვეპუნქტები;

გ) 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირი თ ადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შე თ ანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელ თ ა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირ თ ა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პრო ე ქტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს საზოგადოებას თ ან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;“;

დ) 21-ე პუნქტის „დ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ .სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია