საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №64 1
2012 წლის 27 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., № 78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი ს VIII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ თავი VIII1
საქართველოს ეკონომი კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 301 . მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) მინისტრის მოადგილე.
მუხლი 302 . წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამსახურის უფროსი;
გ) ბიუროს უფროსი;
დ) სამსახურის უფროსის მოადგილე ;
ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ;
ვ) სამმართველოს უფროსი;
ზ) მინისტრის მრჩეველი;
თ) მთავარი ბუღალტერი;
ი) სამდივნოს უფროსი.
მუხლი 303 . უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მინისტრის უფროსი თანაშემწე;
ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
გ) მთავარი სპეციალისტი ;
დ) მინისტრის თანაშემწე;
ე) მინისტრის მოადგილ ის თანაშემწე.
მუხლი 304 . უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) უფროსი სპეციალისტი;
ბ) სპეციალისტი;
გ) დამხმარე მოსამსახურე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ.სააკაშვილი