„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016121
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 37

2012 წლის 25 ივლისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის № 30 დადგენილებაში (010260020.35.153.016114, 09.07.2012) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე“.

2. ამოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის № 30 დადგენილების დანართი № 1-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის 4.1 პუქტი.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში , მის: მცხეთა, სამხედროს ქ. № 17 .

საკრებულოს თავმჯდომარე                           ა . კალანდაძე

კრებსითი — სრული ვერსია