საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №639
2012 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მოსამსახურეები მუდმივ შტატზე ინიშნებიან არა უმეტეს 3-თვიანი საგამოცდო, განუსაზღვრელი ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით. საგამოცდო ვადით დანიშვნის შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვისას სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება/თავისუფლდება სამსახურიდან სამსახურის ვადის გასვლის გამო.”.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და 2011 წლის 21 ივლისიდან გავრცელდეს იმ მოსამსახურეებზე, რომელთა დანიშვნისას არ გამოყენებულა საგამოცდო ვადა.
დ . შაშკინი