საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29 7
2012 წლის 2 6 ივლისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 30 . 12 . 2011 , 010240060 . 10 . 003 . 016668 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“.
2 . დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 . „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები , მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობები და საფასურის გადახდის წესი . “ .
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები , მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობები და საფასურის გადახდის წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს დანართი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ( შემდგომში – სააგენტო ) და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფასურების ოდენობებს , საფასურის გადახდის , გადახდილი საფასურის დაბრუნების და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს . “;
გ) მე ‑ 2 მუხლის 36 ‑ ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე - 2 მუხლის 44‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის:
ა ) განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;
ბ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 25 ლარი;
გ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი;
დ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;
ე ) განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 70 ლარი.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ‑ მინისტრი ი . მერაბიშვილი