საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №173
2012 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის № 241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ ი წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია.“.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე