საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/ 120
201 2 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტშ ი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში – იუსტიციის უმაღლესი საბჭო) შექმნილია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, საერთო სასამართლოების საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და სასამართლო ადმინისტრირების საკითხთა კოორდინირებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.“.
2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას/არჩევისას საქართველოს პრეზიდენტი/საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-9 მუხლის:
ა) „ ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ.გ) საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურას და მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობას, აპარატების მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს;“;
ბ) „ ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ.გ1 “ და „ ბ.გ2 “ ქვეპუნქტები:
„ ბ.გ1 ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;
ბ.გ2 ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს;“;
გ) „ს “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1 “ ქვეპუნქტი:
„ს 1) ადგენს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით;“.
7. მე-12 მუხლის მე-3-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ი უსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტისა.“.
8. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.“.
9 . 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი