„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-21
სარეგისტრაციო კოდი
110.050.010.05.001.000.739
„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07. 1998.) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საოლქო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა საოლქო სასამართლოს, ანდა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

4. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს საოლქო ან სხვა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 7 მარტი.

#185-IIს

კრებსითი — სრული ვერსია