საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
144/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016410
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 1 44/ნ

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის № 79/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ პრესტიჟი “ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №80/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ იკაროსი “ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „იკაროსი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №81/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის,  ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ ჰორიზონტი “ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად ,,ჰორიზონტი” რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №82/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ იკაროსი “ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №71/ნ ბრძანება;

ბ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ ჰორიზონტი “ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №77/ნ ბრძანება;

გ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „ პრესტიჟი “ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №86/ნ ბრძანება;

დ) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №87/ნ ბრძანება.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია